პროექტის მოკლე აღწერა: ფშავი საქართველოს მაღალმთიანი კუთხეა; მისი ბუნება , კულტურა, ტრადიციები უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა
პროექტის სრული აღწერა: საქართველოს ყველა კუთხე თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი ბუნებით,
საინტერესო წეს- ჩვეულებებით, გულღია , სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ფშავი აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიანი კუთხეა, რომელიც არაგვის
ხეობაშია გაშლილი; დღესდღეობით სოფლების
მნიშვნელოვანი წილი მოსახლეობისაგან დაცლილია, თუმცა ადგილზე დარჩენილი ადამიანები
არ უშინდებიან სიძნელეებს და აგრძელებან წინაპართა გზას. ხეობაში შემორჩენილი ისტორიული
ძეგლები, სათემო სალოცავები, რომლებიც დღესაც მრავალ ადამიანს იზიდავს, ულამაზესი ბუნება მნახველთა
დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წ.
ვადები: 1
თვე
პროექტის მიზანი: გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობა მშობლიური კუთხის შესახებ, მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებთ.
პროექტის მიზანი: გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობა მშობლიური კუთხის შესახებ, მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებთ.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები ეძიებენ ინფორმაციას ლიტერატურასა და
ინტერნეტში მოცემული თემის ირგვლივ; გადიან თემში და აკეთებენ ჩანაწერებს უფროსი თაობის
ადამიანებისაგან; აგროვებენ ფოტო მასალას და ამზადებენ პრეზენტაციას PowerPoint- ში; მასწავლებლის დახმარებით მოპოვებულ მასალას
აჯამებენ და აკეთებენ პრეზენტაციას; ეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომლებიც
შთაგონებულია მათი ხეობის სინამდვილით
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინფორმაციის გადმოცემის
სხვადასხვა საშუალებები; ჩამოთვალოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები; განასხვავოს
კულტურის სხვადასხვა კომპონენტები; აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-
განსხვავებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები; დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების
მიხედვით
პროექტის აქტივობები მოიცავს სხვადასხვა საგნების
კავშირს, კერძოდ, ისტორიის, ბუნების, სახვითი ხელოვნებისა და ინფორმატიკის
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს უვითარდებათ ორგანიზებული მუშაობის უნარ- ჩვევები; სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას წერილობითი და ზეპირი წყაროებიდან; იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს; უაქტიურდებათ წარმოსახვითი უნარები; სწავლობენ პატივისცემას საკუთარი ხალხისა და კულტურის მიმართ
პროექტის ფასილიტატორის სახელი: დავით ჩივაძე,
დუშეთის რ.-ნის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий